logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: თავმოყვარე არხის ხელმძღვანელობა ასათიანს სამსახურიდან გაათავისუფლებდა
- +

2 ივნისი. 2016. 22:48



ჟურნალისტი და „ექსკლუზივ ნიუსის" რედაქტორი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში ტელეწამყვან სალომე ასათიანის და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.


ლიპარტელიანი სალომე ასათიანს ინტერვიუს მოუმზადებლობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ასეთი უცოდინარი, უზრდელი, უსახური, სამარცხვინო და არაპროფესიონალი ჟურნალისტი არ უნახავს.


დამიბრუნეთ ჩემი ფული, უცოდინრებო, და გაიტანეთ დურა" სალომე ასათიანი ეთერიდან! ახლახან საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ვუყურედა სრული შოკი მივიღე! ასეთი უცოდინარი, უზრდელი, უსახური, სამარცხვინო და არაპროფესიონალი ჟურნალისტი, სხვა მეტი, ცხოვრებაში მე არ მინახავს. ვერაფრით ვერ გავიგე, რა უნდოდა და რა მიზანი ჰქონდა საზმაუწყებელს", მსგავსი არაპროფესიონალიზმი, მსგავსი მოუმზადებელი და თემისა და საკითხისადმი უპასუხისმგებლო ჟურნალისტი რომ სვა ეთერში?! ასეთი სამარცხვინო და მსგავსი ეთერი, ცხოვებაში არავის არ ენახოს, რაც მე ჟურნალისტ სალომე ასათიანის ქმედებებში პირდაპირ ეთერში ახლა დავინახე... ან რა კითხვები დასვი, შვილოოოო, როგორ და კონტექსტში დასვით კითხვები, ანდა, რა შეუსაბამობა და აზრობრივი ქაოსი დაატრიალე შენსა და ინტერვიურს შორის??... ჟურნალისტის მიერ დასმული ყველა კითხვა იყო არაპროფესიონალური და უცოდინარი ადამიანის უნიჭო ფხაკური, რომელიც თავისი არაპროფესიონალიზმის დაფარვას, ძალიან არაკომპეტენტური გზებით შეეცადა და ცდილობდა, შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს მას უამრავი კრიტიკული შეკითხვა ჰქონდა ყოფილ პრემიერთან და ის უსაგნო და უფუნქციო კამათში შევიდა ბიძინა ივანიშვილთან", - წერს ლიპარტელიანი „ფეისბუქის" პირად გვერდზე.


მისი თქმით, მსგავსი არაპროფესიონალიზმი არცერთ არხზე არასდროს უნახავს.


ჟურნალისტის მსგავსი არაპროფესიონალური ქმედების გამო, თავმოყვარე არხის ხელმძღვანელობა, მინიმუმ სამსახურიდან მაინც გააგდებდა და გაათავისუფლებდა, ასეთ უცოდინარ, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ ჟურნალისტს!... არადა, პრინციპულ და ობიექტურ ჟურნალისტს, მართლაც რომ საინტერესო ინტერვიუ უნდა ჩაეწერა ბიძინა ივანიშვილთან, რადგანაც მისი პიროვნების მიმართ ინტერესი საზოგადოების მხრიდან დღემდე მაღალია და მითუმეტეს, ეს ინტერვიუ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა და ჰქონდა ჟურნალისტს დრო იმისთვის, რომ კარგად მომზადებულიყო და ხალხისთვის მეტი პატივისცემა გამოეჩინა.. აფსუს, რა ექსკლუზივი დამარხა და გაუშვა ხელიდან ჟურნალისტმა?!... ქალოოო, რას იქექები ფურცლებში??? ვერ პოულობ კითხვებს? საწყალი დურაკი! შეგახსენებთ, რომ პირველი არხი ხალხისგან ფინანსდება და კეთილი ინებოს უცოდინარმა და არაკომპეტენტურმა ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა და დატოვოს არხი, ხალხი და მათ შორის ქართველი ერი აფინანსებს ამ დურაკს და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელს", ოდა, შეწყვიტეთ ხალხის დაყაჩაღება, დამიბრუნეთ ჩემი ფული, უცოდინრებო!" - წერს ჟურნალისტი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner