იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო.
პოლიციის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ზ.კ დააკავეს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.