ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
იძულებითი პასუხი „ჩემბერლენ“ TAKO-ს
***
ცნობილი საბჭოთა პოეტის და ფუნქციონერის (რომელთანაც, ერთ ხანს არეული ურთიერთობა, მისივე თხოვნით და საერთო მეგობრების ძალისხმევით, თითქოს დალაგებული გახლდათ) უწიგნური და ცრუპენტელა ასული, იდიოტური უტიფრობით და დაჟინებით განაგრძობს სიცრუის, სისულელეების და მამალი სიბრიყვის როშვას.
ბოლო მარგალიტი: ეროვნულმა მოძრაობამ 90-იან წლებში დავამარცხეთ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზია, გამოვგლიჯეთ ხელიდანო ნ. ფოფხაძეს და კიდევ რაღაც ბოდვები, შედარებები „რ2“-თან დაკავშირებით... მანამდე, იცოცხლეთ, ტყუილები და... უკიდეგანო პირადი შეურაცხყოფები. უზრდელი!
ჰოდა, მორჩა! საკმარისია! კარგი „სატოპკე“ ამიგდო. თანაც სად, პარლამენტის წინ მიმდებარე ახალგაზრდობის მიტინგზე, „რ2“-ის ეკრანიდან და... ყველა „ხვრელიდან“, საიდანაც მისთვის „ქარი უბერავს“...
სულ არ ჰყავს ამ ქერქეტას პატრონი და მრჩეველი?
გაგახსენო, ვინ, შე უმადურო?
წარმოგიდგენიათ, ახლა რას წარმოადგენს და მაშინ, 35-40 წლის წინ რა და ვინ იქნებოდა? არადა, ერთი ტლიკინა, გათავხედებული თინეიჯერი გოგონა, მართალია ცნობილი პოეტის ასული, რომელიც, თურმე (და ეს „გამაოგნებელი“ ამბავი ახლა გაგვიმჟღავნა), ეროვნული მოძრაობის სახელით „ამარცხებდა“ ტელე-რადიო მონსტრს...
„პუბლიცისტკას“, ეტყობა, თავი წარმოუდგენია მაშინდელ მის უფროს კოლეგად, ცნობილ დისიდენტ ლუიზა შაკიაშვილად, რომლის შეუპოვრობა, მაშინაც და შემდგომაც, აღიზიანებდა მამამისს, რაც რამდენიმე ფუნაგორიაშიც გამოხატა. გაგახსენო, შე „გულმავიწყო“, შენა?
ჰოდა, საკითხავია, ეს თავხედი, თურმე, სახელმწიფო ტელერადიოს „შიგნიდან“ რომ „ღიად“ ებრძოდა და ამის გამო ლუიზა შაკიაშვილს რამდენიმე წელი ციხეში გაატარებინეს, მამამისი, მწერალთა კავშირის ხელფას-შტატიანი მდივანი, დეპუტატი და კომპარტიის ცეკა-ტეკას წევრი, მაშინ მთლად ყრუ და ბრმა გახლდათ? თუ იმუნიტეტი ჰქონდა მიღებული „იქ“, სადაც ჯერ არს?
სასაცილო კი არის, სატირალი რომ არ იყოს. აშკარად გარეკილი აქვს ამ „პოლიტიკოსს“. ბატონი ავლიპის გაცოცხლებაც კი არ უშველის ამ სენს.
თუ ტელე-რადიოში TAKO-ს „მოღვაწეობის“ არ გჯერათ, კითხეთ გამოჩენილ ჟურნალისტს და მაშინდელ ტელერადიოს ერთ-ერთ ლიდერს ილია კევლიშვლს, რომელმაც ეს ფაქტი აქ, ფბ-ზე გულისტკივილით გაიხსენა. რაო, ისიც, როგორც ყველა გულწრფელი კრიტიკოსი, ტროლია?
სწორედ მას და მის ხელისუფლებას ოპონირებდა ის მომიტინგე და აგრესიული ოპოზიცია, რომელმაც ძალადობრივად დაამხო მმართველი ძალა, საქართველოდან გააძევა ზ. გამსახურდია და... რომლის თვალსაჩინო, უაქტიურესი წევრი და ერთ-ერთი სახე (მოწონს ეს ფაქტი ვინმეს და სურს მისი „გაქრობა“ თუ არა) გახლდათ ცნობილი საბჭოთა პოეტი და ფუნქციონერი, კომპარტიის ჟურნალ „დროშის“ რედაქტორი ჯანსუღ ჩარკვიანი.
წინააღმდეგობრივ მოძრაობაში, სამწუხაროდ, ჩართული იყვნენ მაშინდელი(!) საქტელერადიოს ჟურნალისტებიც, უკმაყოფილონი თავიანთ კოლექტივის ხელმძღვანელად მეტისმეტად შეუფერებელი კადრის დანიშვნის გამო. ისინი მჯდომარე საპროტესტო აქციას მართავდნენ ტელერადიოს შენობის წინ, კიბეებზე და ამ აქციის აქტიური მონაწილე გახლდათ ახლა რომ „დისიდენტად“ და ზ. გამსახურდიას უახლოეს მეგობრად „გამოჩეკა“ ქალიშვილმა, ჯ. ჩარკვიანი, რომელსაც თავად ბატონმა ზვიადმა სიყვარულით და მოფერებით შეარქვა საალერსო თიკუნი „ჯან-ს უ კ“. და ეს ნაბიჯი, თურმე, მას „გადაუდგამს“ კომპარტიის ცეკას „ხრიკებით“ (ისევ ქალიშვილის ვერსია).
ბატონმა „ჯან ს უ კ მ ა“ ამ „ჯილდოსთვის“ სამაგიერო გადაუხადა მეგობარ ბატონ ზვიადს ფრაზით, რაც აგერ მოისმინეთ კიდეც: „კაცი-გარეწარი“, შემდგომ: „ზვიადი-წყვდიადი“!
პოეტის გულმავიწყ ქალბატონს შევახსენებ: ამ პერიოდში, პირადად მე, საქართველოში უკვე რამდენიმე წელი არ ვიმყოფებოდი. სამაგიეროდ მამამისის ძალისხმევით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე დაყრდნობით, გამოცხადებული ვიყავი ცნობილი „მტრების“ ტრიადის წევრად, რაც, ვიმეორებ, დაფუძნებული იყო ჩარკვიანების(!!!) უახლოესი(!!) ნათესავის, „კაგებეს“ ნომრიანი აგენტის, მოსკოვის „კაგებეშნიკურ“ წრეებში ახლაც „მოტრიალე“ შანსიანი არამზადის ცილისმწამებლურ ინფორმაციებზე, რასაც ის, ვიმეორებ კიდევ, ჩარკვიანების დაკვეთით და ხელისშეწყობით გამიზნულად აწვდიდა თბილისს. (ამ თემას სხვა დროს დოკუმენტურად შევეხები).
კვიცი გვარზე ხტისო, ნათქვამია.
უყვარდა ბატონ ჯანსუღს ტრიბუნა, საჯაროდ ყურადღების ცენტრში ყოფნა, ორატორობა, დეკლამაცია, იუმორ- და უხამსობანარევი „ლაზღანდარობაც“; ჰქონდა შარმი, რიხი, თეატრალობაც... მაგრამ, განსაკუთრებით იზიდავდა... მიტინგზე ორატორობა, პოეტური შეძახილი საკუთარი სტრიქონებით შემკობილი. ერთი სიტყვით, უნაკლო(!!!) არა, მაგრამ აშკარად ნიჭიერი კაცი იყო.
ეს მისი უდღეური და ბჟუტურა ქალიშვილი კი ვის დაემსგავსა?
მესმის რომ „ანდერძს“ ასრულებს, მაგრამ ასე პრიმიტულად, ასე ქაჯურად? აშკარად შეეტყო და შეიფერა „მორკინალის დედოფლობა“, „დაამხეცა“ ტერმინოლოგია... ყურადღებას ამახვილებს „კანონსა და სამართლიანობაზე“, რომელთა გამოყენებით აპირებს ქვეყნიდან გააძევოს მისთვის საძულველი ტიპები, უწინარესად „ჩარჩი“ მილიარდერი...
ხომ უნდა მწარედ გაგეცინოს, რომ ახლად მოვლენილნი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილები“, რომლებმაც მეტისმეტად საეჭვო გზით, ზოგჯერ „სისხლიანი ხელებითაც“ კი, დააგროვეს ქონება, „ჩარჩს“ უწოდებენ „სამების“ ამშენებელს, ქართული მეცნიერების და კულტურის უანგარო შემწეს, სასიკვდილოდ განწირული არაერთი ადამიანის, მათ შორის მათივე ოჯახის წევრების გადამრჩენელს... ეს არასოდეს უკადრია ბატონ ჯანსუღს. პირიქით, აღიარებდა იმ ადამიანს, რომელსაც მისი უმადური და უზრდელი ქალიშვილი „ჩარჩად“ მოიხსენიებს, ქვეყნის ნაღდ გადამრჩენად.
გადაათვალიერეთ ჯანსუღის გაზეთი „ქართული სიტყვა“ და თავადაც დარწმუნდებით. ერთ მაგალითს კი აქვე „მივართმევ“ მამამისის შემოქმედების „ღრმა მცოდნე“ და მადლიერების გრძნობით „უხვად დაჯილდოვებულ“ მის ასულს:
„ძველს კი არა, გეტყვი ახალს,
რომ არ მოკვდე შიმშილით,
ერთადერთი შანსი გახლავთ,
მხოლოდ ივანიშვილი!“
გეყურება, TAKO, ერთადერთი შანსიო!
ჰოდა, გეკითხები: ამ არამლიქვნელურ(!!!) მოფერებას საჯაროდ, საკუთარ გაზეთში რომ აქვეყნებდა შენი მადლიერი მამიკო, ივანიშვილისგან ყოველთვიურად უანგაროდ ნაბოძები მრავალათასიანი პენსიით შთაგონებული, სახლში რაო, ჩვეული ენაკვიმატობით „აღადავებდა“ მაგ, შენი გადასახედიდან დანახულ უწიგნურ „ჩარჩს“?
უზნეობას რაღაც საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს?! ოჯახური „საიდუმლოების“ ასე მრავლისმეტყველი „გაბაზრება“ და საკუთარი მამის „ჩაშვება“ მთაწმინდის ბინადრის ნაშიერს, რაც არ უნდა „დედოფალი იყო მორკინალისა“, გეკადრება?
ერთადერთი, რაშიც ტყუპისცალივით ჰგავს მამამისს „პუბლიცისტკა“ TAKO, არის ტელეეკრანის, გამოკვეთილად კი, მიტინგების სიყვარული, თანაც იმ ადგილის - საბჭოური პარლამენტის შენობის წინა მოედნის ტრფობა, სადაც მრავალი წელი გაატარა ასევე საბჭოთა დეპუტატმა ჯანსუღ ჩარკვიანმა.
ჰოდა, დავასკვნათ:
აშკარად ფუჭია „პუბლიცისტკას“ ოფლისღვრა გზა გაიკაფოს მამიკოს გადაკეთებული წარსულით, რომელშიც დღევანდელი გადასახედიდან კი ჩანს არც თუ ცოტა ნეგატიური, მაგრამ საკმაო საამაყო უკვე ითვლება... სირცხვილად!!!
ვერ გამოწურავს ამ მცდელობიდან თავის სასარგებლოს ვერაფერს TAKO, რამეთუ:
- ჯანსუღი იყო დისიდენტი კი არა... კვახი!
- ზვიად გამსახურდიას გარიცხვის წინააღმდეგი კი არა...! რიგითი მატყუარა!
- 8 აპრილის პარტაქტივზე მგზნებარე პროტესტი კი არა... ერთი ჩვეული ლაზღანდარობა: ჩვენ ტაში დავუკრათ, პასუხს მაინც „ესენი“ (მისი მაშინდელი კომპარტიული მეგობრები) აგებენო!
- არავის არ დაურბევია არასოდეს არცერთი რედაქცია, რომლის თავკაციც გახლდათ მამამისი...
- არასოდეს, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში დაფიქსირებულა რაიმე ანტისაბჭოთა ნაწარმოების გამოქვეყნება ჩარკვიანის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალებში.
- არასოდეს მისთვის ოფიციალური საყვედური არ მიუციათ რედაქტორული საქმიანობისთვის. აი, მუხრან მაჭავარიანი, გამომცემლობა „მერანი“ კი, იცოცხლე, დასაჯეს...
- არავის და არასოდეს არ დაურბევია მისი რედაქცია და გაუნადგურებია ტირაჟი.
- ეროვნული („ერევნული“) მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი კი არა... იხვი!
- სახელმწიფო ტელევიზიას და რადიოს ვერასოდეს დაამარცხებდა შვილი-პაწია „კლერკი“ და მამა- ეკრან-ეთერის ერთ-ერთი მუდმივი ბინადარი!
ერთი სიტყვით, ვიმეორებ, უყვარდათ და უყვართ პარლამენტის წინ, ყველა დროში გამართულ მიტინგებზე ხალხის დაბოლება ჩარკვიანებს...
არ გამოსდით: ამ ქვეყნად, მით უმეტეს ინტერნეტ-ეპოქაში არაფერი არს დაფარული.
თავად დარწმუნდით!
მე კი სხვა გზა არ დამიტოვეს ბრიყვებმა და... ძალიან განვიცდი ამ იძულებულ პუბლიკაციებს, მაგრამ...
შენ არ მოგწყინდეს ამ უმადურებისთვის მომავალშიც „ხურდის დაბრუნება“ და...
„მაგრად დაჰკარი“ ტაში, ჩემო კუკური!