logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს სვლა, რომ გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი, რუსეთის ინეტერსებთან წინააღმდეგობაში არ მოდის
- +

2 ივნისი. 2016. 22:49



საქართველოს ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთისთვის საქართველოს ევროპული მომავალი საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ მოთმინება უნდა ვისწავლოთ.



„საქართველოს სვლა, რომ გახდეს ევროატლანტიკური სივრცის წევრი, არ მოდის რუსეთის ინეტერსებთან წინააღმდეგობაში, თუმცა რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ეს არის მათთვის საფრთხე.

 

მიუხედავად ამისა, ჩვენ დაჟინებით გავაგრძელებთ წინსვლას, რომ საქართველო აუცილებლად გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა გახდეს, ამას დრო სჭირდება. მოთმინება უნდა ვიქონიოთ.

დაველოდოთ სწორ დროს, როდესდაც რუსეთიც გააცნობიერებს და საქართველოც გახდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner