logo_geo
eng_logo
იულია სუსლიაკის გატაცების დეტალებზე მისი ქმარი ლაპარაკობს
- +

21 ივლისი. 2019. 12:18

 

 

"ქრონიკამ" იულია სუსლიაკის ქმარი იური სუსლიაკი ექსკლუზიურად ჩაწერა. როგორც მან თქვა, საქართველოს პროკურატურამ მის ცოლს სთხოვა, რომ ამ ქვეყანას გარიდებოდა.

 

როგორც აღმოჩნდა იულია სუსლიაკი ბაქოში წავიდა, საიდანაც თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა. სწორედ საქართველოში დაბრუნებისას დააკავეს ის. მისი მტკიცებით, რამდენიმე ფორმიანმა ადამიანმა სუსლიაკი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა.

 

ადვოკატი ზურაბ თოდუა გატაცებაში ქართველ სამართალდმცველებს ადანაშაულებს და განმარტავს, რომ ხვალ პრესკონფერენციაზე ის და სუსლიაკი აპირებდნენ გამოძიების დეტალებზე ლაპარაკს. სწორედ ამ პრესკონფერენციას უკავშირებს ადვოკატი ამ გატაცებას.

 

საქართველოს პროკურატურაში Imedinews-ს განუცხადეს, რომ სუსლიაკის საქმე უკრაინის გენერალურ პრიკურატურაშია გადაგზავნილი და საქმე ფაქტობრივად ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ აღარაა.

 

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

 

ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

 

5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია. ბავშვები უკრაინაში 7 ივნისს გაამგზავრეს.

 

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

 

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის.

 

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner