logo_geo
eng_logo
დოპინგის გამო, შესაძლოა, მოჭიდავეებმა დისკვალიფიკაცია მიიღონ
- +

16 თებერვალი. 2016. 11:27



სკანდალი ჭიდაობის ფედერაციაში - წუხელ, გვიან ღამით 6 მოჭიდავე მინსკიდან საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენები აცხადებენ რომ დოპინგის სკანდალს მათთან კავშირი არ აქვს.


„არასწორი ინფორმაციაა, ბეჭის ტრავმა მაქვს, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და ამიტომ დავბრუნდი. რა დოპინგი, ვვარჯიშობ და ვჭიდაობ", - განაცხადა მოჭიდავე ბექა ლომთაძემ.


ქართველი მოჭიდავეების მიმართ გამოთქმულ ბრალდებაზე დღეს ჭიდაობის ფედერაციაში რიგგარეშე შეხვედრაა ჩანიშნული. ფედერაციის წევრები განმარტებებს თავად სპორტსმენებისგან მოისმენენ. არ არის გამორიცხული რომ ყველა მათგანმა დისკვალიფიკაცია მიიღოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner