„საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემა „ინტერვიუმ", სადაც ჟურნალისტ სალომე ასათიანს სტუმრად ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა, საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ძირითადად ჟურნალისტის ქცევებმა გააღიზიანა, რადგან მათი თქმით, ის ექს-პრემიერს კითხვებზე პასუხის გაცემას არ აცდიდა.
„ბლოგერი დემნა" „ფეისბუქზე" წერს, რომ ჟურნალისტი სალომე ასათიანი მოუმზადებელი იყო და ბიძინა ივანიშვილს საუბარს არ აცდიდა.
გთავაზობთ ინტერვიუს შეფასებებს სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან, რომლებსაც ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ:
„ეს რა არის, რამ მიიყვანა ამ სალომესთან? ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტობა ენის სიგრძით ფასდება? ლაპარაკს არ აცდის, ეკითხება, პასუხს არ უსმენს და იმავე შეკითხვას სვამს", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.
„არ მეგონა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ასეთ მოუმზადებელ ჟურნალისტს თუ დაახვედრებდა ივანიშვილს. ჩემს კითხვებს კი არა, სხვების კითხვებს ვსვამო, თვითონვე ამბობს".
„ჩვენც დაგვტანჯა პირველს არხზე ამ წამყვანმა და თავისი თავიც, შეერჩიათ სხვა ჟურნალისტი, რომელიც მეტად ორგანიზებული იქნებოდა და ჩამოყალიბებული! ასე უჭირს ჟურნალისტიკას საქართველოში?"
„ბიძო მივიდა აგერ, ხალხის კთხვებს გავცემ პასუხსო იმ თემაზე, რა გამოხმაურებაც მოჰყვა ჩემს წერილსო, გავშლი მთლიანად თემასო და ფაქტია, ჟურნალისტი ყველაფერს ეკითხება, გარდა მაგ წერილის შინაარსისა".
„ბიძინა ივანიშვილია პირველ არხზე სტუმრად გადაცემაში. საკუთარ წერილში განხილულ თემებზე უნდა ესაუბრა და სალომე ასათიანი (გადაცემის წამყვანი) სხვადასხვა თემებზე ეუბნება, რატომ არ გაქვთ საუბარი წერილშიო. მგონი, ამ ქალს არც აქვს ის წერილი წაკითხული. ჯერ წაეკითხა, ცოტა მომზადებულიყო გადაცემისთვის, თვითონაც არ იცის, რაზე ლაპარაკობს მგონი. ან თვითონ თუ არ იცის ლაპარაკი, მაინც აცადოს".
„როგორ შეირცხვინა თავი ამ ქალმა, მაგრად „შეუსრულა" ბიძინამ"...
„რატომ ჰგონიათ ჟურნალისტებს, რომ რესპონდენტისთვის სიტყვის დამთავრებაში ხელის შეშლა პროფესიონალიზმია?"
„ვაიმე, ვაიმეე :(( კაცი უზის წინ რესპონდენტი და ეს გოგო იქექება ფურცლებში. არც აქვს წაკითხული ინტერვიუ. ძალიან დამწყდა გული ამ გოგოზე".