„ჩვენი ძირითადი თემაა, რომ ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძმები- აფხაზები, ოსები და მათთან უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება მანამ ვერ მოხდება, სანამ საქართველოში არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის მიერ.
„ეს პრინციპული იქნება მომავალშიც, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა ვერ დალაგდება, სანამ ამ პროცესებს დადებითად არ გადავწყვეტთ", - განაცხადა ივანიშვილმა.