logo_geo
eng_logo
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საზაფხულო ფესტივალს, „მზე სოფელში ანათებს“ უმასპინძლა
- +

21 ივლისი. 2019. 17:33

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა საზაფხულო ფესტივალს, „მზე სოფელში ანათებს“ უმასპინძლა.

 

ღონისძიებები სოფელ კოხში, ნიგვზნარის ტერიტორიაზე გაიმართა.

 

ფესტივალი ველო მარათონის მსვლელობით გაიხსნა.

 

მთელი დღის განმავლობაში ნიგვზნარის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის აქტივობები გაიმართა.

 

ტერიტორიაზე გამოფენა-გაყიდვების სპეციალური კარვები მოეწყო, მუზეუმის, სოფლების, საზოგადოებრივი კოლეჯისა და სასტუმროების კუთხეები. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი პროდუქცია, ნაწარმი, სუვენირები, ნაყინი, ლუდი, ღვინო, თაფლი, ჭაჭა.

 

აქ მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივ კულტურას, საგამოფენო ნივთებსა და სამზარეულოს ნიმუშებს, გაცნობოდნენ. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქ წარმოდგენილი პროდუქცია შეეძინათ.

 

მოეწყო მოსასვენებელი ადგილები სხვადასხვა დეკორაციებით და განათებებით.

 

ფესტივალზე სხვადასხვა ნომრით ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები წარსდგნენ. ღონისძიება გვიან ღამით, ეთნო ჯაზის შემსრულებლების „სტუმრების“ კონცერტით დასრულდა.

 

სოფლის ტურიზმის ფესტივალს ქობულეთი მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner