logo_geo
eng_logo
იულია სუსლიაკს ვახტანგისის გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანში აბრუნებენ
- +

21 ივლისი. 2019. 18:39

 

 

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს, რომელიც პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა, ქართველი მესაზღვრეები აზერბაიჯანში აბრუნებენ. მას შემოსვლაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად უთხრეს.

 

როგორც მანამდე ცნობილი იყო, იულია სუსლიაკს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, "ვახტანგისი"-ს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ადვოკატს შეხვდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გამშვებ პუნქტს ორივე მალე დატოვებდა, თუმცა მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, რომ ქართველი მესაზღვრეები აჭიანურებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე სუსლიაკის გადაშვებას, რადგან მას საქართველოში დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა. ამის გამო, როგორც ადვოკატმა განაცხადა, ის ჩაუდგა სუსლიაკს თავდებში და მესაზღვრეებს უთხრა, რომ ადვოკატი უზრუნველყოფდა სუსლიაკს თავშესაფრით.

 

ამის მიუხედავად, არსებული ინფორმაციით, სუსლიაკს მაინც უარი ეთქვა საქართველოს საზღვრის კვეთაზე.

 

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

 

ორი ან მეტი პირი მიმართ ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. საქმის პროკურორების განცხადებით, იმის გამო, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების უმეტესობა არის უკრაინაში და ქართულ მხარეს მოთხოვნის მიუხედავად არ გადმოეცა, გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, საქმეზე ძიება უკრაინის პროკურატურამ განაგრძოს. თავის მხრივ, იულია სუსლიაკის ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელახლა დააკავებენ.

 

5 ივნისს ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც ათი ბავშვიდან ათივე იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, აქედან ოთხის ბიოლოგიური დედა დაკავებული იულია სუსლიაკია. ბავშვები უკრაინაში 7 ივნისს გაამგზავრეს.

 

2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში უკრაინის მოქალაქე ბავშვებთან ერთად ჩამოვიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი მოგზაურობა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუგდიდში ბავშვები ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით მოიწამლნენ.

 

საავადმყოფოში ერთი შეუსაბამობა ყველასთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. ქალი ირწმუნებოდა, რომ ათივე მისი შვილია, თუმცა ათიდან 4 ბავშვი 2017 წელსაა დაბადებული. ერთ-ერთი ბავშვი კი ამბობდა, რომ თანმხლები ქალი მისი დედა არ არის.

 

შსს-მ ამ საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 11 ბავშვით შევიდა, საქართველოში კი 10 მცირეწლოვნით ჩამოფრინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner