logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების მიხედვით, 2004 წელს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე
- +

21 ივლისი. 2019. 18:50

 

 

ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენების ეპიზოდის მიხედვით, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ დავით დვალმა მიაწოდა, 2004 წელს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის საკითხი დახურულ თათბირზე გადაწყდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ.

 

„შეხვედრა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის სატელევიზიო კომპანიებს, პრეზიდენტის აზრით, შესაძლოა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველი გამხდარიყო, ამისთვის, სააკაშვილისგან მივიღეთ დავალება, დაგვეწყო მოლაპარაკებები დამფუძნებლებთან წილთა გასხვისების შესახებ“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

 

ჩვენების მიხედვით, სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე.

 

„დასასრულს სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის“, - აღნიშნულია ჩვენებაში.

 

დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner