რამდენად ლიბერალურია ნარკომომხმარებლებისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელი, - ამ საკითხზე მოკლე კომენტარი ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „ინტერview"-ში გააკეთა.
„კანონი არ მოგწონთ, როგორიც არის? კანონი უნდა შეიცვალოს ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით? კანონის დეტალები მე არ ვიცი, არ გავცნობივარ. თუ კანონი არ მოსწონს ვინმეს, შეუძლია, წამოაყენოს წინადადება და კანონი შეიცვალოს", - განაცხადა ივანიშვილმა.