logo_geo
eng_logo
ლევან იზორია „რუსთავი 2“-ზე: აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს
- +

22 ივლისი. 2019. 11:44

 

„მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როგორც იზორიამ აღნიშნა, ის საქმეში მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს ხედავს.

 

„მე ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ ნიშნებს, ვხედავ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ყველა მხარისთვის არის სავალდებულო და უნდა აღსრულდეს. ვხედავ ასევე იმის აუცილებლობას და ამაში ყველა ვთანხმდებით, რომ მედიაპლურალიზმი არის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი და აქედან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა ამ გარემოს ყველანაირი პირობები შეექმნას საქართველოში.

 

მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ პოლიტიკური ჩარევის კომპონენტს და ვხედავ მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას, მით უფრო, როდესაც გვაქვს ფაქტი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების“, - განაცხადა იზორიამ.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner