logo_geo
eng_logo
„ეს არ არის ინტერვიუ, ეს არ არის ჟურნალისტიკა! სირცხვილია!“- როგორ აფასებენ ივანიშვილისა და ასათიანის ინტერვიუს?..
- +

2 ივნისი. 2016. 23:14


 

ეს არ არის ინტერვიუ, ეს არ არის ჟურნალისტიკა. სირცხვილია!"- ჟურნალისტი ქეთი ხოსიტაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა „ინტერვიუს" ჟურნალისტს სალომე ასათიანს აკრიტიკებს, რომელსაც სტუმრად ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა.


ხოსიტაშვილი წერს, რომ დღეს საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს ყოფილ პრემიერთან, და იმედი ჰქონდა ამ კითხვებზე პასუხს მოისმენდა.


არ მჩვევია სხვების განსჯა, მით უფრო, კოლეგების, მაგრამ აი, ვზივარ ახლა, ვუსმენ ყოფილ პრემიერთან ინტერვიუს და არ შემიძლია, ჩემი იმედგაცრუება არ გამოვხატო. რატომ ჩხუბობს ეს გოგო, ან თუ რაღაც აინტერესებს, პასუხს დაელოდოს და მოისმინოს, ან რასაც "ეკითხება" (თუ ეს კითხვებია), რატომ ფიქრობს, რომ საზოგადოებას ეს აინტერესებს?

 

დღეს საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს ყოფილ პრემიერთან, მათ შორის ძალიან კრიტიკული შეკითხვებიც და დიდი იმედი მქონდა, დღეს მათზე პასუხებს მივიღებდი და არა ის, რასაც ახლა ვისმენ. ეს არ არის ინტერვიუ, ეს არ არის ჟურნალისტიკა. სირცხვილია!", - წერს ხოსიტაშვილი „ფეისბუქის" პირად გვერდზე.


სალომე ასათიანი „ფეისბუქის" პირად გვერდზე „პრაიმტაიმის" რედაქტორმა თამარ ფხაკაძემაც გააკრიტიკა.


რა უხერხულია ციტატა რომ საპოვნელია და პროდუსერი მოკვდა?", - წერს ფხაკაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner