logo_geo
eng_logo
სარფში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
- +

22 ივლისი. 2019. 16:07

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ხ.მ-ს, ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა სახეობის საათი (104 ცალი), კოსმეტიკური სახის საცხი (14 ცალი) და მობილური ტელეფონი (1 ცალი) აღმოაჩინეს.  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3 711.88 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა,  3 711.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner