logo_geo
eng_logo
დავით ადამია: ევროპასა და ამერიკას ვჭირდებით, როგორც ფორპოსტი რუსეთის საზღვარზე
- +

22 ივლისი. 2019. 17:19

 

„საქართველო დღესაც მსოფლიოს ზესახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გამორკვევის მოედანია. თურქეთს საკუთარი ღირებულებების გასავრცელებელ პლაცდარმად ვჭირდებით“, - აცხადებს  გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის დირექტორთა საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ადამია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სათაურით - „საქართველოს თავისი გზა სჭირდება“.

 

დავით ადამიას თქმით, თურქეთი, რომელსაც ენა მტაცებელი ცხოველივით აქვს გადმოგდებული, აჭარის ჩაყლაპვას ცდილობს. მისივე თქმით, დღეს ისლამი ათასობით ახალგაზრდას აქვს მიღებული. ირანი ეკონომიკურ ექსპანსიას ეწევა, მისი მოქალაქეები საქართველოში დიდძალ უძრავ ქონებას ყიდულობენ.

 

„ევროპასა და ამერიკას ვჭირდებით, როგორც ფორპოსტი რუსეთის საზღვარზე. სწორედ ამიტომ გვესმის 1995 წლიდან მოყოლებული, საუბრები NATO-ში შესვლაზე და საყოველთაო კეთილდღეობის დაპირებები, თუმცა ეს ყველაფერი ოდესღაც იქნება. ჯერჯერობით კი, უშურველად მხოლოდ ცხოვრების ევროპულ სტილთან გვაზიარებენ, რაც აღვირახსნილობას და ოჯახური ტრადიციების შებღალვას გულისხმობს. სად არის ევროპული ტექნოლოგიები, საწარმოები, კვალიფიციური სამუშაო ადგილები? არ არის და არც იქნება. რამდენი სკოლა ან საავადმყოფო ააშენეს ამერიკელებმა და ევროპელებმა? ევროპული სტილის დემოკრატია? არა მგონია, ეს გვჭირდებოდეს. პირადად ჩემთვის დემოკრატია ისაა, რაც საშუალებას მაძლევს, ისე ვიცხოვრო, როგორც მინდა, შევინარჩუნო ტრადიციები, ჩვენი რწმენა, კულტურა და სიამაყე. მათთვის კი დემოკრატია ყველა სახის განაწყენებული უმცირესობების დაცვაა“, - ამბობს დავით ადამია.

 

 

https://primetime.ge/news/

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner