logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: მოსამართლე თვითგადარჩენისთვის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეთიკის ნორმებს და არ უნდა სჩადიოდეს დანაშაულს
- +

23 ივლისი. 2019. 11:47

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. საბჭოს წევრები ამ დროისთვის საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს უსმენენ.

 

„მე მაქვს მკაფიოდ გამოხატული პოზიცია, რომ მოსამართლე თვითგადარჩენისთვის, ხელფასისთვის და მსგავსი რაღაცებისთვის თვითგადაწყვეტილებებს არ იღებს, მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ მან ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. და თუ ის თავის ნაწილში ვერ უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ბუნებრივია, ის ვერც სხვა ნაწილში უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას“,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრება უკვე 12 კანდიდატმა გაიარა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.

 

საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება.14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner