logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: მართლმსაჯულების სისტემაში მოსამართლე არის ღმერთი
- +

23 ივლისი. 2019. 11:49

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საჯარო მოსმენაზე შალვა თადუმაძეს უსმენენ.

 

შალვა თადუმაძემ განმარტა, რას ნიშნავს მისთვის მოსამართლეობა.

 

მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება მხარეებს არ მოსწონდეთ, მაგრამ კანონმდებლობა აძლევს მას შესაძლებლობას, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს.

 

„მართლმსაჯულების ღმერთისგან მოსახლეობა კანონის უზენაესობას ელოდება. შეიძლება უარყო, დაგმო მოსამართლის გადაწყვეტილება, თქვა, რომ არ მოგწონს ის, მაგრამ კანონმდებლობა მას აძლევს შესაძლებლობას, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილება საბოლოოდ აღსრულდება. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ მიახლოებულია იმ პოზიციასთან, რა პოზიციაც მე მაქვს მოსამართლეების მიმართ.

 

მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში უმნიშვნელოვანესი რგოლი,  უმნიშვნელოვანესი სტატუსი და ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი შტო არის სასამართლო ხელისუფლება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner