ჟურნალისტი სალომე ასათიანი „ფეისბუქის" პირად გვერდზე „პრაიმტაიმის" რედაქტორმა თამარ ფხაკაძემ გააკრიტიკა.
„რა უხერხულია, ციტატა რომ საპოვნელია და პროდუსერი მოკვდა?", - წერს ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დღეს სალომე ასათიანის გადაცემა „ინტერვიუ" გავიდა, სადაც სტუმარი საქართველოს ყოფილი პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო.
ინტერვიუს მსვლელობისას ივანიშვილმა ჟურნალისტს გარკვეულ საკითხებზე ციტატების წარდგენა მოსთხოვა, რასაც დრო დასჭირდა.