logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: ფინანსური დამოუკიდებლობისთვის სასამართლოს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია
- +

23 ივლისი. 2019. 13:44

 

„ფინანსური დამოუკიდებლობისთვის სასამართლოს აღმასრულბელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანია“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ გასაუბრების პროცესზე განაცხადა.

 

„სტარატეგიულად გიპასუხებთ, ვფიქრობ, სასამართლო ხელისუფლება და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციის ნაწილში უპირობოდ უნდა ჰქონდეს კოორდინაცია. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოსთან შეთანხმებით შეიძლება წინა წლის ბიუჯეტის შემცირება და აუცილებლად უნდა იყოს სრული კოორდინაცია.

 

ფინანსური დამოუკიდებლობის ნაწილში სასამართლოს ხელისუფლების აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაცია ცალსახად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა თადუმაძემ.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრება უკვე 12 კანდიდატმა გაიარა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.

 

საბჭო დღეს კიდევ ორ კანდიდატს გაესაუბრება.14:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, 17:00 საათზე კი არამოსამართლე კანდიდატს გიორგი თევდორაშვილს გაესაუბრება.

 

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner