logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: მიუკერძოებელი სასამართლო იქმნება კანონის საფუძველზე და არა სამი პირის გადაწყვეტილებით
- +

23 ივლისი. 2019. 14:02

 

 

კითხვაზე: როგორ გესმით მიუკერძოებელი სასამართლო? თადუმაძემ განმარტა, რომ ეს არის კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო და არა სამი პირის მიერ.

 

„კანონის საფუძველზე შექმნილი მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო მესმის ზუსტად ისე, როგორც იგულისხმა აღნიშნულმა დოკუმენტმა. დემოკრატიულ სახელმწიფოში მიღებულ, კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლო სისტემას აქვს შესაბამისი გარანტიები, ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეები, პლუს ამას აქვს გაწერილი ნორმატიული პროცედურები, რომელთა საფუძველზე მხარეები უზრუნველყოფილნი არიან იმით, რომ მათი უფლებები დაცული იქნება ამ სასამართლო სისტემაში და ეს მოხდება კანონის საფუძველზე. მიუკერძოებელი სასამართლო კანონის საფუძველზე უნდა იყოს შექმნილი და არა სამი პირის, რომელიც გამოაცხადებს, ჩვენ ვართ აქ სასამართლო და რაღაც ტექსტებით დაადგენს მართლმსაჯულებას“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner