ბათუმის "ტელეარხ 25" -ის შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი ბომბის არსებობის შესახებ 112-ზე შესული შეტყობინება გახდა. საინფორმაციო გამოშვება „მაცნე" 17 საათზე ეთერში არ გავიდა.
საპატრულო პოლიციამ თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა, ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.