logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: დღეს სასამართლოში პროკურატურიდან არანაირი მითითებები არ მიდის
- +

23 ივლისი. 2019. 15:28

 

 

„მოდელირებას მოვახდენ სასამართლოსა და პროკურატურას შორის“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ მოსამართლეთა შესარჩევ გასაუბრებაზე განაცხადა.

 

თადუმაძის თქმით, დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის.

 

„მოდელირებას მოვახდენ სასამართლოს და პროკურატურას შორის, აღარ მოვერიდები დელიკატურ მიდგომებს. ყველას გვახსოვს, 2012 წლამდე რა როლი და გავლენა ჰქონდა პროკურატურას სასამართლოზე, თუნდაც იმ მაჩვენებლით, რაც გამამტყუნებელი განაჩენი იყო. თავს არ მოვიტყუებ, ვთქვა, რომ კომფორტული იყო იმ დროს სასამართლოში პირის დაცვა იმიტომ, რომ იდეაში, არაფერს აზრი არ ჰქონდა. დღეს ეს ასე არ არის. ჩემს სიტყვებზე ვარ პასუხისმგებელი, რომ დღეს სასამართლო არ არის კომუნიკაციაში პროკურატურასთან და არანაირი მითითებები პროკურატურიდან არ მიდის. მეორე - პროკურატურის მენეჯმენტში მონაწილეობენ მოსამართლეები. ნებისმიერ დროს, ანგარიშვალდებული ვარ მოსამართლეების წინაშე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრება უკვე 12 კანდიდატმა გაიარა.

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137-კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტს განსახილველად საბოლოოდ სწორედ ეს 20-კაციანი სია გადაეგზავნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner