logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: მე მინდა ვიყო ისეთი მოსამართლე. რომელიც ქმნის სამართალს
- +

23 ივლისი. 2019. 15:55

 

 

„მე მინდა ვიყო ისეთი მოსამართლე რომელიც ქმნის სამართალს“, - ეს განცხადება შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოსმენაზე გააკეთა.

 

„მე მინდა ვიყო ისეთი მოსამართლე, რომელიც ქმნის სამართალს. ვისურვებ, ისეთი სასამართლო პრაქტიკა შევქმნათ და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ, რომ ჩხრეკის დროს ადამიანს არაფერი ჩაუდო და არ აწამო. და სტრასბურგის თქმა ამას არ სჭირდება. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანი არ უნდა აწამო და სასამართლოს გარეშე არ უნდა ისჯებოდეს. ჩვენ კი სტრასბურგი თუ არ გვეტყვის, ჩვენით ვერ ვაკეთებთ.

 

და კიდევ ერთი, შეიძლება ვცდები, მაგრამ მართლმსაჯულების სისტემას კომპლექსი გაგვიჩნდა სტრასბურგის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. სტრასბურგის სინდრომი გვაქვს - გადაწყვეტილების მიღების დროს ვფიქრობთ, რას იტყვის სტრასბურგის სასამართლო“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner