logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: ერთი -ორჯერ კინაღამ „ბაბაჩკა“ დანა გახსნა...
- +

3 ივნისი. 2016. 00:57


კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„სერიოზულად მაინტერესებს ის გოგონა მართლა ჟურნალისტი იყო?! კითხვას სვამდა და პასუხს არ ელოდება... არგუმენტები მოჰყავდა და მერე შესაბამის ციტატებს ვერ პოულობდა...

 

სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით ვითომ თავისი პოზიცია არ ჰქონდა, არადა რესპოდენტის პასუხების შემდეგ ერთი ორჯერ კინაღამბაბაჩკა" დანა გახსნა.

 

არა, მართლა რა უნდოდა?! რას წვალობდა?! ან მაყურებელს რას გვერჩოდა?!"

 

ბიძინა ივანიშვილსა და სალომე ასათიანს შორის, მისი ღია წერილის განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ცხარე კამათი მოჰყვა.


ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს „პანორამა თბილისსა" და პოლიტიკური მოტივებით მიმდინარე დაკავებების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებების დოკუმენტების წარდგენა სთხოვა.



როგორც ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, მის წერილში მოყვანილი მონაცემები ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული კვლევების შესახებ უტყუარია, ხოლო რადგან ჟურნალისტი მას არ ენდობა, მაშინ საკუთარი უნდა წარმოადგინოს. ბიძინა ივანიშვილმა სალომე ასათიანს რამდენიმე წუთი ციტატა აძებნინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner