logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: გადაჭრილია ის კრიზისი, რის გამოც აღმოვჩნდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე
- +

23 ივლისი. 2019. 17:05

 

 

 „არაორდინარულ სიტუაციაში აღმოვჩნდი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, თუმცა, ის კრიზისი, რაც პროკურატურაში არსებობდა და რის გამოც ეს ცვლილება განხორციელდა, დღეს გადაჭრილია“, - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის შეკითხვის პასუხად გააკეთა. მან აღნიშნა, რომ სწორი ღონისძიებების განხორციელების შედეგად პროკურატურა ნდობის მოპოვებას შეძლებს.

 

„დღეს ეს კრიზისი გადაჭრილია და შესაბამისად, კონკრეტული დაზარალებულის ნდობაც პროკურატურის მიმართ არსებითად შეცვლილია. ეს მისი საჯარო განცხადებაა და არა ჩემი. მიმაჩნია, რომ ასეთი სწორი ღონისძიებებით - დაზარალებულებთან სწორი კომუნიკაციით, ბრალდებულთან სამართლიანი მოპყრობით, ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია, პროკურატურა ჯერ დაუბრუნდეს ნდობის იმ მაჩვენებელს, რაც კრიზისამდე არსებობდა და შემდეგ განახორციელოს განვითარება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

მისი თქმით, პროკურატურა ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტულ ღონისძიებებს ახორციელებს.

 

„ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის რეფორმაზე, განათლების რეფორმაზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიაზე. ასე რომ, ის ერთობლიობა, რაც პროკურატურაშია დაგეგმილი, ხორციელდება და გარკვეულწილად შედეგებიც არსებობს. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურის დინამიკა არის განვითარებული“, - აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner