logo_geo
eng_logo
ზაზა თავაძე იუსტიციის საბჭოს წევრებს: ჯერ თქვენს კლანჭებს უნდა დავუსხლტე, თუმცა...
- +

23 ივლისი. 2019. 18:28

 

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის განცხადებით, მისგან ნაადრევია, იფიქროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე, თუმცა, თუ იუსტიციის საბჭო მომავალში ამ პოსტზე მის ნომინირებას მოახდენს, მისთვის „ეს დიდი პატივი იქნება“.

 

აღნიშნულის შესახებ ზაზა თავაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა, როდესაც უპასუხა საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილს კითხვას - ექნებოდა თუ არა სურვილი, წარედგინა საკუთარი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზეც.

 

„პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერ თქვენს კლანჭებს უნდა დავუსხლტე, მერე პარლამენტში უნდა მოვხვდე, თუ ეს გადაწყვეტილება ასე იქნება და მერე, მე როცა წევრი გავხდები, ამის შემდეგაა საუბარი იმაზე, ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პროცედურებით ასეა გაწერილი. შესაბამისად, მე ვარ ჯანსაღად ამბიციური ადამიანი. თუ იუსტიციის საბჭო, რომელიც ნომინირების ორგანოა თავმჯდომარეობის კანდიდატის, მომავალში ამას გადაწყვეტს, დიდი პატივი იქნება ჩემთვის და მე ამაზე ვიფიქრებ“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner