logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე სალომე ასათიანზე: ეს დოკუმენტიც წაიკითხოს, იქნებ უკეთ გაერკვეს თუ რა არის „რეპრესია“, „საფრთხე“
- +

3 ივნისი. 2016. 02:25


პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ივანიშვილში საფრთხეს ხედავს...  ეს არის თურმე პრობლემა ამ ქვეყნის, ის კი არა რა საფრთხესაც ქმნიდა ან შესაძლოა შექმნას „ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებამ ამ ქვეყანაში, "წამება მოხრჩობით"- ეს იყო ყველაზე გავრცელებული წამების ფორმა ციხეებში, ამას გვეუბნება ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებული საგანგებო ანგარიში 2004-2012 წწ არსებულ რეჟიმზე, ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წერილთან ერთად ამ ახალგაზრდა ჟურნალისტმა სულ ახლახანს გასაჯაროვებული ეს დოკუმენტიც წაიკითხოს და იქნებ უფრო უკეთ გაერკვეს თუ რა არის "რეპრესია", "საფრთხე" და უკეთესად მოემზადოს ინტერვიუსთვის, თუ ასეთი კიდევ შედგა!"- აღნიშნავს კობახიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner