ეკა გულუა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაცემა ინტერვიუში სალომე ასათიანისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს:
„ჟურნალისტს შესაძლებლობა მოგეცეს 1 საათიანი ინტერვიუ წაიყვანო ბიძინა ივანიშვილთან, თან მაშინ, როცა საკმაოდ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა დაგროვდა და იყო ასე მოუთმენელი და აგრესიული, არ მესმის...
სვამ კითხვას და არ ისმენ პასუხს... არ ასრულებინებ აზრს, საუბრობ 2 ხმაში...
კითხვები: თქვენ ფიქრობთ რომ წახვედით პოლიტიკიდან? რას ეძახით წასვლას? - შესაშური კითხვებია.
ჟურნალისტი: „აქ ჩემს აზრებს კი არ ვაჟღერებ"... „მოდით, ნუ კარგავთ დროს"... „ერთიწუთით! კითხვა დამასრულებინეთ!" „არაჩვეულებრივი" რეპლიკები...
ვფიქრობ, არაერთი კრიტიკული კითხვის დასმა შეიძლებლოდა საინტერესოდ, აგრესიის, 2 ხმაში საუბრის და ემოციის გარეშე. რესპონდენტის არ ვიცი, თუმცა, ეკრანიდან მე კი ნამდვილად მიმტყუნა ნერვებმა.
ჟურნალისტი: „ცოტა უნდა დემელოდოთ თუ მაინცდამაინც ციტატა გაინტერესებთ"... და ეძებ ციტატას, იქექები ფურცლებში, რესპონდენტს მოუწოდებ არ დაკარგოს დრო და ამ დროს ფურცლებში ციტატის ძებნაში თავად კარგავ დროს, თან თითს იდებ პირში, ისველებ და ისე ქექავ ფურცლებს - „ზეესთეტიკურია".
და ბოლოს, ემოციის გარეშე დასმული კითხვა და შესაბამისად დასრულებული პასუხი ვერ მოვისმინე. ნამდვილად მეტს ველოდი!"- წერს გულუა.