logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: იან კელიმ უნდა განმარტოს რისი თქმა სურდა, თორემ ძალიან არაკორექტულად გამოიყურება ეს განცხადება!
- +

3 ივნისი. 2016. 04:50



„წესით, ბატონმა ელჩმა უნდა განმარტოს, რამდენად ზუსტად არის გადმოცემული მისი აზრი და რისი თქმა სურდა, თორემ ძალიან არაკორექტულად გამოიყურება ეს განცხადება"- ასე ეხმაურება პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე აშშ-ის ელჩის საქართველოში, იან კელის განცხადებას ტელეკომპანია „რუსთავი 2" -თან დაკავშირებით.


"რუსთავი 2"-ის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი.


"რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესები მინდა ამერიკულ და ქართულ კონტექსტში განვიხილო. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი სასამართლო პროცესები რომელიც წამყვან ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს, და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც, და რომ ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული, სწორედ ამიტომ მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხევაში თუ შესაძლებელია ამ პროცესების შედეგად შეიცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა",- განაცხადა იან კელიმ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner