logo_geo
eng_logo
ზვიად ტომარაძე: სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას შვილების ჩამორთმევის საფრთხე უმუქრება!
- +

26 თებერვალი. 2016. 21:11


 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე საქართველოში იუვენალური იუსტიციის შემოღების საფრთხეებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:


 

დღეს პარლამენტის "იურიდიულ საკითხთა კომიტეტში" გაიმართა ოჯახში ძალადობის აღკვეთის კანონპროექტის განხილვა. განხილვას მე და ბ-ნი სოსო მანჯავიძე დავესწარით. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით წინააღმდეგი კანონი ასეთი ფორმულირებით იქნას მიღებული და პარლამენტარებს კანონის მიღების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეები გავაცანით. თუმცა კომიტეტმა კანონპროექტს (იუვენალური იუსტიცია) მხარი მაინც დაუჭირა და პარლამენტში პირველ მოსმენაზე გასასვლელად მწვანე შუქი აუნთო...

 

ამ კანონის ასეთი ფორმულირებით მიღება დაუშვებელია!!! ამ კანონის მიღების შედეგად სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას შვილების ჩამორთმევის საფრთხე უმუქრება!!! კანონპროექტის მიხედვით სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება, რომ ბავშვი განაცალკევოს მოძალადე ოჯახის წევრისაგან. ძალადობის ერთ-ერთი სახეა უგულვებელყოფა!

 

უგულვებელყოფა კანონში განიმარტება როგორც - "მშობლის მიერ ბავშვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის, სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა".

 

ანუ ბავშვის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება გახდეს მაგალითად: ბავშვის არაკალორიული საკვებით კვება, თბილი ტანსაცმლის არქონა, ბავშვის ვირუსული ინფექციით დაავადება და ა. შ.

 

ამრიგად, საქართველოში სოციალური მუშაკის კეთილსინდისიერებაზე იქნება დამოკიდებული მრავალი ოჯახის ბედი!

 

"იუვენალური იუსტიცია" განსაკუთრებით წარმატებით მუშაობს სკანდინავიის ქვეყნებში, ასევე რუსეთსა და უკრაინაში. ამ კანონის მიხედვით ათიათასობით სოციალურად შეჭირვებული ოჯახი გაუბედურდა შვილების ჩამორთმევით!"- აღნიშნავს ტომარაძე. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner