ავტორი თეონა რამაზაშვილი
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის მიმართავს და აღნიშნავს, რომ ელჩის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით არაკომპეტენტურია.
„არცერთ ელჩს არა აქვს უფლება ჩერიოს იმ ქვეყნის შიდა საქმეებში, რომელშიც ის მოღვაწეობს! მითუმეტეს, არ აქვს უფლება ხალხის დარაზმვისა ხელისუფლების წინააღმდეგ!
ბატონებო, გთხოვთ დაოკდეთ!"- აღნიშნავს სეფიაშვილი.
"რუსთავი 2"-ის საქმის სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს აშშ-ის ელჩი.
„რუსთავი 2"-თან დაკავშირებული პროცესები მინდა ამერიკულ და ქართულ კონტექსტში განვიხილო. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი სასამართლო პროცესები რომელიც წამყვან ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს, და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც, და რომ ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი, ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული, სწორედ ამიტომ მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ამ პროცესების შედეგად შეიცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა"- განაცხადა იან კელიმ.