logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: ეკა გიგაურს ვეკითხები...
- +

24 ივლისი. 2019. 15:30

 

„სტრასბურგის სასამართლომ ნიღაბი ჩამოხსნა ყველას, ვინც დღეს თავისუფალი მედიის სახელით სპეკულირებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

 

„როგორი მწარეც არ უნდა იყოს, ევროპულმა სასამართლომ პირდაპირ თქვა - ქონების წართმევა, ხალხის გაუბედურება, თავისუფალი მედიის სახელით პარტიაზე ამოფარება ევროპა არ არისო! ეკა გიგაურს ვეკითხები - ქალბატონო ეკა, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, რომლის გამოც ასე დარდობთ, არის თუ არა კრიტიკული მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში? თქვენი რჩეული არხი ასეთივე კრიტიკული რატომ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებისას?! თქვენ თუ არა, იქნებ ვინმეს მაინც ეყოს იმის კრეატივი, რომ ამ კითხვას გასცეს პასუხი?!“ - განაცხადა ყანდიაშვილმა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner