logo_geo
eng_logo
ირმა ჭკადუა: „ნაციონალური მოძრაობის“ პროდასავლურობა მხოლოდ შირმა და ფასადია
- +

24 ივლისი. 2019. 15:36

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თავიდან ბოლომდე ვენდობი და მის სამართლიანობაში იოტისოდენა ეჭვიც არ შემაქვს“, - ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

 

„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოს ლანძღავენ და პუტინის მოსყიდულებსაც კი უწოდებენ, რაც ძალიან კარგია, რადგან „ნაცების“ ლუსტრაცია ბოლომდე მოხდება, მათ ნამდვილ სახეს ევროპაც დაინახავს და დასავლეთშიც მიხვდებიან იმას, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია ვიცით: „ნაციონალური მოძრაობის“ პროდასავლურობა მხოლოდ შირმა და ფასადია, რომლის მიღმაც ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და მოძალადე პარტია იმალება!“ - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner