ავტორი თეა ფირცხალავა
ჟორჟ ანენკოვის პორტრეტების უმეტესობა „ცალთვალაა“ და...
პარალელების გავლებისგან თავს შევიკავებ...
თუმცა კარგია, რომ საქართველოს „ინტელექტუალმა“ ნაციონალებმა და მათმა მხარდამჭერებმა არაფერი იცოდნენ ჟორჟ ანენკოვის „ცალთვალა“ პორტრეტების შესახებ, თორემ ისინი ნაღდად არ დაინდობდნენ არც დაზარალებულებს და არც თავად დიდ ხელოვანს და აუცილებლად იტყოდნენ, ის შედევრები დიდმა „ფრანგმა“ (და არავითარ შემთხვევაში - რუსმა) ჟორჟმა „ნაციონალური მოძრაობის“ „ანტისაოკუპაციო“ აქციებისა და მიტინგებისთვის შექმნაო...
ამაში მაინც ჰქონია ბედი ჟორჟ ანენკოვს...
ქვევით გთავაზობთ ანენკოვის რამდენიმე „ცალთვალა“ ნამუშევარს, მათ შორის მის ფერწერულ და გრაფიკულ ავტოპორტრეტებს და ერთადერთ ავტო-სკულპტურას, რომელიც მხატვრის შემოქმედებითი მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია. ეს არის ანენკოვის ერთადერთი სკულპტურული ნამუშევარი, თუ არ ჩავთვლით მის აბსტრაქტულ ბარელიეფებსა და გორელიეფებს, რომლებიც მთლიანად დაიკარგა და განადგურდა დიდი სამამულო ომის დროს ლენინგრადის დაბომბვისას.
ეს სკულპტურა წააგავს ნიღაბს და ამაშიც კი კარგად მოჩანს მხატვრის თეატრალური მსოფლმხედველობა. სკულპტურა შეიქმნა ანენკოვის სახელოსნოში, რომელიც მონპარნასზე მდებარეობდა. სკულპტურაში ანენკოვი ცდილობს, ხაზი გაუსვას სიცარიელეს, როგორც ასეთს. სახის მარცხენა მხარე მკვეთრად, თითქმის თვალის კაკლამდეა ჩაჭრილი, მაგრამ თვალის წრე დაცულია. სახის ნაკვთები ვირტუოზულად არის შექმნილი, თითქოს რაღაც ბასრი საგნით, ისე, რომ დახატული გეგონება.
https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10220047082427145