საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „მარშალპრესთან" საუბარისას აშშის ელჩის იან კელის განცხადებას გამოეხმაურა.
„მეც გამიჩნდა შეკითხვები და ალბათ, იან კელი განმარტებას გააკეთებს. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თუ ასე წავიდა საქმე, ვის მოუთმენენ და ვის არა, სამართლებრივი პროცესი დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სასამართლოს ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მოითმინოს ქართველმა ხალხმა, ალბათ ამის თქმა სურდა. აქ საუბარი არ არის ქუჩაში შეკრებილი ხალხის გარჩევაზე, საუბარია სასამართლო პროცესზე. არ ეკადრება ელჩს ამგვარი განცხადებების გაკეთება. სასამართლოს გადაწყვეტილება, მოგვეწონება თუ არა, უნდა იყოს ხელშეუვალი", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ „მარშალპრესთან".