„ნიკა გვარამიას საქმიანობამ სერიოზული ზიანი მიაყენა ადამიანებს, ქვეყანას და პასუხი უნდა აგოს!“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„გვარამია ყველა ჩვენგანის ოჯახში შემოვიდა, ყველაფერი იკადრა, რაც კი შეიძლებოდა. მისი ადგილი ციხეშია! ამაში ეჭვია არ მეპარება, დანარჩენი უკვე სამართალდამცავების გამოსაძიებელია. სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელობა ნახავს და გაეცნობა, როგორ და რას სჩადიოდა“, - განაცხადა ყანდიაშვილმა.