logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ზვიად გამსახურდიას დამსახურება!
- +

3 ივნისი. 2016. 11:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი რეფერენდუმის დღის თარიღს გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ  1991 წლის 31 მარტი გარდამტეხი დღეა საქართველოს ისტორიისთვის, რამაც მთლიანად შეცვალა საქართველოს მომავალი.



25 წლის წინ ქართველმა ხალხმა, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ.

 

სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ მისი შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ",- განაცხადა პრემიერმა.



მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი დღე და მისი ევროპული მომავალი ყველა იმ ადამიანის მონაპოვარია, ვინც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა, განსაკუთრებით კი  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.



ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის მონაპოვარი, მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურება.

 

დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანაა, აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენგანის გულებში იყო", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner