logo_geo
eng_logo
წალენჯიხასა და ჩხოროწყუში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
- +

25 ივლისი. 2019. 11:31

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წუხელ საღამოს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ცოტნე შონიას ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად უმეტესად ქალაქის მოსახლეობა დაზარალდა.

 

„ჩახერგილია გზები, გაჭედილია საკანალიზაციო არხები და დატბორილია 15-მდე მოსახლის საკარმიდამო ნაკვეთი და სახლის ნაწილი. შეტყობინება შემოვიდა სოფელ ეწერიდან, თანდათან შემოდის ზარებიც“, - ამბობს შონია.

 

რაც შეეხება ჩხოროწყუს, მერის დათო გოგუას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და ქალაქში დატბორილია ეზოები და წაღებულია სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილი.

 

ამ წუთებში მუნიციპალიტეტებში წვიმს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner