logo_geo
eng_logo
ხობში „გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ შენდება
- +

25 ივლისი. 2019. 12:27

 

ქალაქ ხობში სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 269999 ლარს შეადგენს.

 

ცენტრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა გაეცნენ. სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

 

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით, ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner