„ეს არ არის არაპროფესიონალიზმი. ეს სირცხვილია", - ასე ეხმაურება მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გუშინ გასულ გადაცემა „ინტერვიუს".
„ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს უდონობაა! ეს სირცხვილია. ან ქცევა, ან მეტყველება, ან ზრდილობა! ეს რა ვნახე! „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ხომ შეარცხვინა, „რადიო თავისუფლებას" საერთოდ მოჭრა თავი! „ტაბულა ბიცოლაა" კვადრატში! რა ნერვები ჰქონია ივანიშვილს, რა აბურთავა ეს საცოდავი პროვოკატორი გოგო. „რადიო თავისუფლებავ", ესაა „პიკასოს ბიჭი?" (თუ გოგო)?" - წერს ნიკოლეიშვილი.