logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გრიგოლ ონიანი - იუბილარია! მაგრად სდექ, 83 წლის ძმაო!
- +

25 ივლისი. 2019. 13:33

 

 

გრიგოლ ონიანი - იუბილარია!

***********************************

 

გრიგოლ ონიანი - იუბილარია.

83 წლის გახდა.

რკინის ჯანმრთელობითაა, უშბის კლდის ნატეხი!

 

სტალინზე დიდი... სტალინისტი!

არ ვხუმრობ! მთელი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, მსგავსი ერთგულების, მსგავსი უღალატობის, შეუპოვრობის, ოფლისღვრის, პოლემიკის და ღამეების თევის მაგალითი უიშვიათესია.

 

თავგანწირვის პირველი გამოხატულება - 1956 წლის 9 მარტი გახლდათ

მერე იყო და იყო - ხრუშჩოვიდან დაწყებული დამთავრებული... ბადრი შუბლაძემდე!

 

ძალიან უცნაური და მაგარი უნდა იყო, რომ ამ გრანდიოზულ და პრიმიტიულობამდე მისულ ამპლიტუდაში მოახერხო „ცურვა“!

 

გრიშა...

გრიშა ბიძია...

გრიშა ბაბუა...

ბატონი გრიშა!!!

 

თუ ერთგულების ეტალონად გინდა წარმოიდგინო მამა, მეუღლე, ძმა, კოლეგა, თანამებრძოლი, მეგობარი, ლიდერი - აჰა, ინებეთ, ბატონი გრიშა!

 

არც არავის ვურჩევ მასთან დაპირისპირებას, მით უმეტეს, სტალინის გამო.

ჩემ მტერს!

 

არ მეზარება ახლის დაწერა, უბრალოდ, გამეორება ცოდნის დედააო, ნათქვამია და ვიმეორებ ძველ პუბლიკაციას... იმავე ემოციით, სიყვარულით და გულწრფელობით...

 

მინდა „დავაზეპირებინო“ თავადაც და მის ყველაზე პაწია შთამომავალს გიოს, რომლის ცინცხალი გონება, სხარტულობა და შეუპოვრობა მაფიქრებინებს, რომ... კვიცი ნამდვილად ხტის გვარზე...

 

მაგრად სდექ, 83 წლის ძმაო!

 

*****

 

 

შესაძლოა, არ იზიარებდე მის პოლიტიკურ შეხედულებებს; შესაძლოა, არ მოგწონდეს მისი წიგნები; კიდევ უფრო ვუშვებ, რომ მისაღები არ იყოს ტელედებატებში მისი ტონალობა, ზოგჯერ მეტისმეტი თავშეუკავებლობა და საზღვარსგადაცილებული უმკაცრესი შეფასებებიც პოლიტიკური ოპონენტებისადმი. მაგრამ...

ვერ წაართმევ

- რწმენისადმი ერთგულებას;

- წინაპრებისადმი პატივისცემის სულისკვეთებას;

- უფროსებისადმი მოწიწებას;

- ერთობ ფართო განათლებას და წიგნიერებას, ქართული პოეზიის გასაოცარ ცოდნას;

- საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ღრმა ცოდნას;

- ყმაწვილობის ასაკიდან საქმის კაცობას.

- საქართველოს სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის განვითარებისთვის დახარჯულ წლებს, ენერგიას და საამაყო შედეგებს;

- სხვისი ტკივილის გამზიარებლობას, ქველმოქმედებას და მეცენატობის უამრავ ფაქტს;

- უღალატო მეგობრობის გრძნობას;

-დიდი ოჯახის პატრონის, მეუღლის, მამის, ბაბუის და...

უბრალოდ, ნაღდი კაცის სახელს!

 

ეს არის გრიგოლ ონიანი!

სვანეთისა და სრულიად საქართველოს პატრიოტი, კაცი, რომელიც 1956 წლის ტრაგიკული მარტის დღეებიდან პატრონობს „მკვდარ“ სტალინს, როცა თითქმის ყველა აეკიდა ცოცხალ... შევარდნაძეს!

 

კაცი, რომელიც დღეს 80 წლის გახდა!!! არ ვუსურვებ არავის მის მტრობას, მისადმი უსამართლო დამოკიდებულებას, რამეთუ ვისაც სიტყვით ვერ მოერევა, იმის ძალაც შესწევს, რომ... განსაკუთრებულად ეს ეხებათ ე.წ. ანტისტალინისტებს, რამეთუ „სტალინის საზოგადოების“ უცვლელ თავმჯდომარეს მეტისმეტად გაბედული, მასშტაბური და არაორდინარული გეგმები აქვს მისი „კერპის“ ე.წ. რეაბილიტაციის გზაზე.

 

100 წლამდე ყველაფერი დაგეგმილი აქვს, რა უნდა დაწეროს, რა უნდა გამოსცეს, ვის დაეხმაროს, ვის გაუსწოროს ანგარიში და, ისიც იცის, საუკუნის საიუბილეო სუფრასთან ვინ დაპატიჟოს და თამადად ვინ უნდა დანიშნოს...

 

დღეგრძელი იყავ, ბატონო გრიშა!

ყველაზე თბილი, საუკეთესო სურვილები!

 

დღესაც (ორ საათში), და მაშინაც, ამ სადღეგრძელოს თქმას ვაპირებ. შემომიერთდით!!!!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner