ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვეს. თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.
პროცესს ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგნილ ბრალდებას არ აღიარებს.
მომდევნო სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს, 14.00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.
მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.