logo_geo
eng_logo
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში რჩება
- +

25 ივლისი. 2019. 14:57

 

 

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვეს. თელავის რაიონულ სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართა.

 

მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა და ომარ გამყრელიძე პატიმრობაში დატოვა.

 

პროცესს ესწრებოდა 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელიც წარდგნილ ბრალდებას არ აღიარებს.

 

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 აგვისტოს, 14.00 საათზე გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

 

მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner