logo_geo
eng_logo
როინ მეტრეველი: გადაუდებელი და აუცილებელია ჩვენი მთავრობის ოფიციალური რეაქცია ამ სიყალბეზე
- +

25 ივლისი. 2019. 17:40

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 2016 წელს გამოსცა „საქართველოს ისტორიის ატლასი“, რომელიც შეიცავს 70-ზე მეტ ისტორიულ რუკას. ამ რუკაზე დეტალურად არის ასახული საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის წარმოქმნისა და მისი პოლიტიკური სტრუქტურის ცვლილებათა ისტორია უძველესი ხანიდან  XX  საუკუნის ჩათვლით. ეს აკადემი-ური გამოცემა, შეიძლება ითქვას, უნიკალურია, რამდენადაც თითოეულ რუკას ახლავს დოკუმენტირებული განმარტებითი ტექსტი, რომელშიც საბუთიერად არის ასახული ათას-წლეულთა განმავლობაში მიმდინარე ზემოხსენებული პოლიტიკური პროცესების გამომწვევი მიზეზები. რუკები და განმარტებითი ტექსტი, ცხადია, ქართულ ენაზეა შედგენილი.

 

დიდი ხანია, რაც არსებობს აგრეთვე ამ ატლასის (რუკებისა და განმარტებითი ტექსტის) ელექტრონული ინგლისური ვერსია, რომლის გამოცემასაც უსახსრობის გამო აკადემია ვერ ახერხებს.

 

დღეს არსებული პოლიტიკური სიტუაციისა და გამოწვევების პირობებში, როდესაც რუსული მასმედია და რუსეთის პრეზიდენტი თავის საჯარო გამოსვლებში, მიუხედავად ჩვენი ოფიციალური რეაქციისა (იხ. აკადემიკოსების მ. ლორთქიფანიძის და დ. მუსხელიშვილის „ღია წერილი რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს ვ. პუტინს, გაზ. „სვობოდნაია გრუზია“, 20.09.2008 წ.), განაგრძობს, უმეცრებისა თუ საგანგებო გამიზნულობის გამო, ჩვენი ქვეყნის, როგორც ძველი, ისე უახლესი პოლიტიკური ისტორიის საკითხების სრულ გაყალბებას, რასაც, ცხადია, მთელი მსოფლიოს პოლიტიკური საზოგადოება ისმენს და, სამწუხაროდ, ევროპული ისტებლიშმენტის ნაწილი უკვე იმეორებს კიდეც (მაგალითად, გერმანიის ტელევიზიის არხი - ARD), ვფიქრობთ, გადაუდებლად აუცილებელია: 1. ჩვენი მთავრობის ოფიციალური რეაქცია ამ სიყალბეზე, 2. მსოფლო საზოგადოებას თვალნათლივ გავაცნოთ საქართველოს სახელმწიფო ტერიტორიის პოლიტიკურ ცვლილებათა ჭეშმარიტი ისტორია.

 

ამ უკანასკნელი მიზნის მისაღწევად კი, ვფიქრობთ, ოპტიმალური საშუალებაა „საქართველოს ისტორიის ატლასის“ ინგლისური ვერსიის პუბლიკაცია და გავრცელება.

 

დაბეჯითებით გთხოვთ დახმარებას ჩვენი სახელმწიფოსათვის ამ უაღრესად საჭირო ღონისძიების განხორციელებისთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner