„დღეს რომ სადიპლომო ნამუშევარს ვწერდე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გასულ ინტერვიუს აუცილებლად მივუძღვნიდი ცალკე თავს და ანალიზს", - წერს „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი „facebook"-ზე.
„ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო „ტელეინტერვიუს ხელოვნება: ჟანრის სტრუქტურა და ფილოსოფია". დღეს რომ ამ სადიპლომო ნამუშევარს ვწერდე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გასულ ინტერვიუს აუცილებლად მივუძღვნიდი ცალკე თავს და ანალიზს. ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტის ჟურნალისტებს სადიპლომო თემას ვთავაზობ. ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, ეს ინტერვიუ ჟანრის მკვლევარს აუცილებლად დააინტერესებს. ცხადია, თუ კიდევ ასწავლიან ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ჟანრების თეორიას", - წერს ირმა ინაშვილი.