შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ვიდეოკადრებს ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ. მას პოლიციელებმა ჯერ მის მიმართ ბრალის ფორმულირება და უფლებები გააცნეს, შემდეგ კი ხელბორკილები დაადეს.
შეგახსენებთ, რომ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი დღეს საღამოს დიღომში, მისი თანაპარტიელის, კოტე კემულარიას სახლთან დააკავეს.
მას 20-21 ივნისის ღამით პარლამენტთან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ედავებიან.