logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე: „რუსთავი 2“-ში მომუშავე ჟურნალისტების უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ თანამშრომელია და არა ჟურნალისტი!
- +

26 ივლისი. 2019. 10:30

 

 

„ამ წარმონაქმნს ტელევიზიას ვერ ვუწოდებ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ძალიან დიდი ზანი მიაყენა საქართველოს - საზოგადოებას ტვინი გამოურეცხა! ადამიანების ტვინებზე მოქმედება კი უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ოკუპაცია“, - ამის შესახებ მხატვარმა შოთა გლურჯიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

 

„საერთოდ, რომელ სიტყვის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ?! „რუსთავი 2“-ში მომუშავე ჟურნალისტების უმრავლესობაც ამ აგიტაციის მსხვერპლია. ბევრი მათგანი, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომელია და არა ჟურნალისტი. ხომ ვნახეთ, რა მოჰყვა გაბუნიას განცხადებას. კიდევ კარგი, არ ამოქმედდა ის სანქციები, რაც რუსეთის დუმამ მოითხოვა, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთსაც აწყობდა ის, რაც გაბუნიამ პირდაპირ ეთერში იკისრა. ესენი ყველანი სინქრონში მოქმედებენ! დიდი ხანია ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსეთიდან მართული ძალა! ის, რასაც „ნაციონალები“ აკეთებენ, ყოველთვის რუსეთისთვის არის სასარგებლო. სწორედ ამიტომ იწყებენ და ასრულებენ საუბარს რუსული ოკუპაციით, ასეთი რაკურსი ხომ, უპირველესად, რუსეთის ხელისუფლებას აწყობს. ხომ ხედავთ, როგორ მოიხსენიებენ ტრამპის ხელისუფლებას?“ - განაცხადა გლურჯიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner