logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
- +

26 ივლისი. 2019. 12:36

 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს 16:00 საათზე იმსჯელებს.

 

პროკურატურის შუამდგომლობას მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს.

 

ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობით მიმართა საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს.

 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner