შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, შოთა უტიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა“... ამ სიტყვებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... კიდევ ერთხელ გამართლდა ქართული ანდაზა: „თავი ვინ მომჭრა და ჩემმა ენამო!“... ცალი თვალით შევიჭყიტე სოცქსელებში და ძირითადში შემდეგი შინაარსის კოლაჟი აღმოვაჩინე: პროფესორი ედიშერ გვენეტაძე - ამ საკითხის შესახებ აცხადებს: უკვირთ, უტიაშვილმა რატომ თქვა აგვისტოს ომმა ამოგვასუნთქაო. რა არის აქ საკვირველი? რაც მაგათ ამ ომის შემდეგ 4, 5 მლრდ დახმარებები შეჭამეს, მართალი თქვა: ვერ ხედავთ, რავარი გათქვირებული დადიან ეს სუბიექტი და მისი კნეინა. ასე რომ სრული სიმართლე თქვა, საკუთარი თავისა და საკუთარი სექტის მიმართ. სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი: ამ სიტყვების საშინელების სიღრმეს მხოლოდ ქართველები თუ ჩავწვდებით! ისინი, ვინც „ნაცმოძრაობის“ პოტიომკინურ ფასადის უკან მათი ჯურღმულების არსებობა ვიცოდით. კიდე კარგად ვართ გადარჩენილები!
აგვისტოს ომი იყო „ნაცმოძრაობის“ ორმაგი თამაშის მწვერვალი!! ცალკე ვაშინგტონელი „ქორების“ ფრთას გაუწიეს სამსახური და ცალკე რუსებს აუწიეს „სატოპკე“... გააჩნია, საქართველოში ვის გულისხმობს!! თუ ლუის სინდრომი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ნაცმოძრაობა იყო, ნამდვილად მიცა.“
დასკვნისათვის ვიკითხავ: როდის უნდა გამოიძიონ ამ თანხის გადამისამართების ზუსტი ადრესატები? ეს თანხა რომ სანდო ადამიანების ხელში ჩავარდნილიყო, ამდენი გაჭირვებული გვეყოლებოდა???!!!... ანდა ამდენი გრანტი სად გაქრა უგზო-უკვალოდ???...
########
სოციალური ქსელების განკითხვის გვირგვინი ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ დაიდგა თავზე, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნაცჯალათების ბატონობის ხანაში ყველაფერი პოლიტიზირებული და ანგაჟირებული იყო... ნეოლიბერალებისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია: სამსახური მათთვის მხოლოდ ფულის შოვნის ადგილი და საშუალებაა, ხოლო ზნეობრივ, სულიერ და მატერიალურ ღირებულებებზე მათი საუბარი ფიქციაა, რომელსაც მასების გაბრიყვება და ალტრუიზმის ცნების ისეთი დეგრადირება უნდა მოჰყვეს შედეგად, რომ არავის გაუჩნდეს სხვისი დახმარების სურვილი...
„ბუღაძე არ მალავს, რომ მისი „სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლას“ ნაციონალებისგან აღებული და ასაღები ჭუჭყიანი ფული ამაგრებს“ - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას.
„სამწუხარო რეალობაა, მაგრამ აღიარებაა, რომ ლაშა ბუღაძის „პრინციპულ“ სამოქალაქო პოზიციას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მხოლოდ „რუსთავი2“-ში ასაღები ხელფასი განაპირობებდა - წერს იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს:“ მთლიანობაში იკვეთება „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც პარტიის პოლიტიკის მთავარი ხაზი: მკვლელობა, წამება, მედიის შეზღუდვა, საკუთრების ხელყოფა და პოლიტიკას დაქვემდებარებული მართლმსაჯულება...„ხელოვნება, მასმედია, ბიზნესი ერთიანი პოლიტიკით „ნაციონალური მოძრაობის“ სამსახურში?!...“
ჩემი მხრივ დავსძენ: ისე გაუტკბათ სხვის ხარჯზე კეთილდღეობა, რომ თითქოს ეს ასე უნდა ყოფილიყო დაუსრულებრივ. ნეოლიბერალური სამყაროს მატერიალიზირებად ნაწილს ცხონებული ბებიაჩემის შეგონებას დავუფენ ფიანდაზად: „მეზობელს რომ კუჭი სტკიოდეს, შენც უნდა მოისვა მუცელზე ხელიო!!!“... ჩვენ ისეთ გარემოში გავიზარდეთ, როდესაც მეგობრისათვის თავდადება და სიყვარული იყო გამეფებული გზად და ხიდად!!!... ხოლო ლაშა ბუღაძის გამოფიტულ და ინდიფერენტულ გარემოს ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით...
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ოსიძე